Monday, September 30, 2013


1.პროექტის სახელწოდება:" ქართული თეატრი''.

2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1–2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ქართული თეატრის წარმოშობის ისტორიას, მის წარსულს და აწმყოს.


3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ დღესდღეობით მოზარდებში იკლო თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებამ; კერძოდ კი, სპექტაკლებზე დასწრებამ, ამიტომაც, ჩვენი მიზანია მოზარდებში გავზარდოთ თეატრალური ხელოვნებით დაინტერესება.

4. პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა გაითავისონ ქართული თეატრის მნიშვნელობა საზოგადოებაში; გაეცნონ თეატრის მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას;  შეისწავლონ ქართული თეატრის ისტორია; თუ რა პერიოდი უძღოდა წინ პირველი ქართული დასის ჩამოყალიბებას; ვინ ჩაუდგა სათავეში პირველ პროფესიულ თეატრს; რა მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებისათვის სცენაზე ნათქვამ მართალ სიტყვას; ვინ იყვნენ პირველი რეჟისორები; 


5.მონაწილეთა ასაკი: 14–15–16 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: თებერვალი–მარტი.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქართული თეატრის წარმოშობის შესახებ; გაეცნობიან ცნობილი ქართველი მსახიობების შემოქმედებას; ორგანიზებას გაუკეთებენ  ექსკურსიას  რომელიმე მათ მიერ შერჩეულ თეატრში; შეხვედრას მოუწყობენ ცნობილ მსახიობებს; ჩამოართმევენ მათ ინტერვიუს; შექმნიან კედლის გაზეთს, რომელშიც განათავსებენ მათ მიერ მოპოვებულ საინტერესო ინფორმაციას; დაესწრებიან სპექტაკლს. ჩატარებული მუშაობის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარ–ჩვევები; ცნობილი ადამიანების გაცნობის შემდეგ ახდენენ 
ღირებულებათა გადაფასებას.  


8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტრანსპორტი; ადამიანის რესურსები; არქივი; თვალსაჩინოებები, ძველი აფიშების სახით; კომპიუტერი (სხვადასხვა საიტები );ვიდეო და აუდიომასალა.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): თავდაპირველად მოსწავლეები სახავენ სამოქმედო გეგმას.ხდება საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც თავის მხრივ სახავს სამოქმედო გეგმას. შემდგომ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ამუშავებენ მას და ახდენენ მის ორგანიზებას. დროდადრო ხდება პროექტის მსვლელობის კონტროლი.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ქეთევან ყოლბაია

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ketevankolbaia@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ketevankolbaia.blogspot.com