1.პროექტის სახელწოდება:" ქართული თეატრი''.
2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1–2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ქართული თეატრის წარმოშობის ისტორიას, მის წარსულს და აწმყოს.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ დღესდღეობით მოზარდებში იკლო თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებამ; კერძოდ კი, სპექტაკლებზე დასწრებამ, ამიტომაც, ჩვენი მიზანია მოზარდებში გავზარდოთ თეატრალური ხელოვნებით დაინტერესება.
4. პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა გაითავისონ ქართული თეატრის მნიშვნელობა საზოგადოებაში; გაეცნონ თეატრის მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას; შეისწავლონ ქართული თეატრის ისტორია; თუ რა პერიოდი უძღოდა წინ პირველი ქართული დასის ჩამოყალიბებას; ვინ ჩაუდგა სათავეში პირველ პროფესიულ თეატრს; რა მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებისათვის სცენაზე ნათქვამ მართალ სიტყვას; ვინ იყვნენ პირველი რეჟისორები;
5.მონაწილეთა ასაკი: 14–15–16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: თებერვალი–მარტი.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქართული თეატრის წარმოშობის შესახებ; გაეცნობიან ცნობილი ქართველი მსახიობების შემოქმედებას; ორგანიზებას გაუკეთებენ ექსკურსიას რომელიმე მათ მიერ შერჩეულ თეატრში; შეხვედრას მოუწყობენ ცნობილ მსახიობებს; ჩამოართმევენ მათ ინტერვიუს; შექმნიან კედლის გაზეთს, რომელშიც განათავსებენ მათ მიერ მოპოვებულ საინტერესო ინფორმაციას; დაესწრებიან სპექტაკლს. ჩატარებული მუშაობის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარ–ჩვევები; ცნობილი ადამიანების გაცნობის შემდეგ ახდენენ ღირებულებათა გადაფასებას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტრანსპორტი; ადამიანის რესურსები; არქივი; თვალსაჩინოებები, ძველი აფიშების სახით; კომპიუტერი (სხვადასხვა საიტები );ვიდეო და აუდიომასალა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): თავდაპირველად მოსწავლეები სახავენ სამოქმედო გეგმას.ხდება საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც თავის მხრივ სახავს სამოქმედო გეგმას. შემდგომ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ამუშავებენ მას და ახდენენ მის ორგანიზებას. დროდადრო ხდება პროექტის მსვლელობის კონტროლი.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ქეთევან ყოლბაია
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ketevankolbaia@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ketevankolbaia.blogspot.com